სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა საქართველოს ტოვებს

17:01, 16.10.2018

სამხრეთ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა მუშაობას ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს.

EBRD-ის ცნობით, ბალვანერა უხელმძღვანელებს ბანკის ოპერაციებს ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და მონღოლეთში. ახალ პოზიციაზე ბალვანერა მუშაობას 15 ნოემბრიდან შეუდგება.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ შეცვლის მას სამხრეთ კავკასიის რეგიონში წარმომადგენელის პოზიციაზე. ამასთან, ევრობანკმა უკვე წარადგინა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ახალი მმართველი დირექტორი. თანამდებობაზე იტალიელი მატეო პატრონე დაინიშნა.

მსგავსი