სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

11:09, 13.02.2026

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სროლა ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 9:15 საათზ, სტუდენტურ საცხოვრებელში მოხდა.

თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

მსგავსი