სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიაში ჯო ბაიდენს პალესტინის მხარდამჭერებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს
სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიაში ჯო ბაიდენს პალესტინის მხარდამჭერებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

სამხრეთ კაროლინის შტატის ეკლესიაში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა შეაწყვეტინეს.

ბაიდენი ჩარლსტონში იმ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც 2015 წლის 17 ივლისს დილან რუფიმ ცხრა ადამიანი მოკლა.

„თუ თქვენ ნამდვილად ზრუნავთ აქ დაკარგულ სიცოცხლეზე, მაშინ პატივი უნდა სცეთ გარდაცვლილებს და მოუწოდოთ ცეცხლის შეწყვეტისკენ ღაზის სექტორში“, – განუცხადა ბაიდენს პალესტინის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა. ამის შემდეგ გაისმა შეძახილები ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.

ბაიდენმა პალესტინის მხარდაჭერებს განუცხადა, რომ ესმის მათი ვნებათაღელვა და მუშაობს ისრაელის მთავრობასთან, რათა ისრაელი გავიდეს ღაზის სექტორიდან.

„მე ჩუმად ვმუშაობდი და ვმუშაობ ისრაელის მთავრობასთან, რათა საგრძნობლად შემცირდეს მათი ყოფნა და გავიდნენ ღაზიდან. ყველაფერს ვცდილობ, რომ ეს მოხდეს“, – თქვა ბაიდენმა.