სამხრეთ კალიფორნიაში წყალდიდობასა და ღვარცოფს სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კალიფორნიაში წყალდიდობასა და ღვარცოფს სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და ღვარცოფს.

სხვადასხვა სახის დაზიანებით 163 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სანტა ბარბარას ჩრდილოეთით, რომეროს კანიონზე 300-მდე ადამიანი ჩაკეტილია და გამოღწევას ვერ ახერხებს.

ტალახის მასის გამო, ბლოკირებულია მთავარი საავტომობილო მაგისტრალის 50 კილომეტრზე მეტი.

სამაშველო სამსახურების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია.

ტერიტორიიდან ევაკუირებულია 30 000 ადგილობრივი მცხოვრები.