სამხრეთ კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

21:21, 08.12.2017

სამხრეთ კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას მშრალი ამინდი და ქარი აფერხებს. ქალაქ სან დიეგოდან ჩრდილოეთით ცეცხლის ახალი კერებია გაჩენილი.

კალიფორნიის შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხანძარმა 500-ზე მეტი ნაგებობა გაანადგურა, ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადამიანი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათობით ვერტმფრენი და 5700-მდე მეხანძრე. სტიქიის გამო ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. დაიხურა სანტა ბარბარას უნივერსიტეტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხანძრის გამო, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი