სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები გაიმართა
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები გაიმართა

ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის პირველი მაღალი დონის მოლაპარაკებები გაიმართა.

დელეგაციები ერთმანეთს სამხრეთ კორეის მხარეს, მშვიდობის სახლში შეხვდნენ.

მოლაპარაკებების მთავარი თემა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენების დასწრება იყო.

როგორც ჩრდილო კორეის წარმომადგენელმა თქვა, ფხენიანი მოლაპარაკებებში სერიოზული და გულწრფელი პოზიციით ჩაერთო.

თავის მხრივ ოპტიმიზმი გამოხატა სამხრეთ კორეის წარმომადგენელმაც.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის ფონზე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკების სპორტული დღის წესრიგი პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა მომდევნო თვეში დაიწყება.