„რივერ პლეიტის“ შემტევი ნახევარმცველი, გონსალო მარტინესი 2018 წელს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში მეორე და მესამე ადგილები მარტინესის თანაგუნდელებმა – ხუან კინტერომ და ფრანკო არმანიმ დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში „რივერ პლეიტმა“ ორი მატჩის ჯამში „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა და კოპა ლიბერტადორესის თასის მფლობელი გახდა.
სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს 1971 წლიდან გაზეთი El Pais ათამაშებს. გამოკითხვაში მონაწილეობენ ის ფეხბურთელები, რომლებიც კონტინეტზე თამაშობენ.