სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) მიიღო გადაწყვეტილება – შეაჩეროს კოპა ლიბერტადორესის ჩატარება კორონავირუსის პანდემიის გამო, – წერია ორგანიზაციის ტვიტერში.
პაუზა მინიმუმ 5 მაისამდე გაგრძელდება. ასევე შეჩერდება კონტინენტის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის – კოპა სუდამერიკანას გათამაშება.
კონფედერაცის თხოვს კლუბებს, გამოიჩინონ მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.