სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 456-მდე გაიზარდა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 456-მდე გაიზარდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წყალდიდობისა და მეწყრული პროცესის შედეგად დაღუპულთა რიცხვა 456-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, მუსონურმა წვიმებმა განსაკუთრებით ინდოენეზია, ტაილანდი და შრი ლანკა დააზარალეს.

ინდონეზიაში, სულ მცირე, 248 ადამიანია დაიღუპული და 100-ზე მეტი – დაკარგული. ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, წყალდიდობამ მთის ფერდობებზე მდებარე სოფლებში ათასობით სახლი და შენობა დატბორა.

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა. ტაილანდის მთავრობის სპიკერმა, სირიპონგ ანგკასაკულკიატმა განაცხადა, რომ მაშველები სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

შრი ლანკაში სტიქიას, სულ მცირე, 46 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად ითვლება. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო 12 საათის განმავლობაში მოსალოდნელია ასევე ძლიერი წვიმა და ქარი, რაც უფრო მასშტაბურ წყალდიდობას გამოიწვევს.

სტიქიამ განსაკუთრებით მძიმე შედეგები შრი ლანკის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში გამოიწვია. კატასტროფების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით თითქმის 44 000 ადამიანი დაზარალდა.