სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციას ჩაბარდა

08:37, 08.07.2021

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა პოლიციას ჩაბარდა და 15-თვიან პატიმრობას მოიხდის. ექსპრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა სასამართლოს დადგენილების უპატივცემულობის გამო გასულ თვეს შეუფარდეს.

მიზეზი მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე გამოუცხადებლობა გახდა.

ჯეიკობ ზუმამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ის არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.

მსგავსი