სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში ძლიერი ხანძარია
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში ძლიერი ხანძარია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში ძლიერი ხანძარია. როგორც „ბიბისი“ იუწყება, შენობიდან შავი კვამლი ამოდის და სახურავზე ცეცხლის ალი ჩანს.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

ხელისუფლების ცნობით, პარლამენტის შენობაში ხანძრის ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება და შენობის კედლებს ბზარები უკვე გაუჩნდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ისტორიული შენობა სამი ნაწილისგან შედგება. მათგან უძველესი 1884 წელს არის აგებული.

ცეცხლი პარლამენტში არქიეპოსკოპოს დეზმონდ ტუტუს დაკრძალვიდან რამდენიმე საათში გაჩნდა. ტუტუს დაკრძალვის ცერემონია პარლამენტთან ახლოს მდებარე ეკლესიაში გაიმართა.