სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მამაკაცი მეჩეთში მყოფებს თავს დაესხა

11:06, 14.06.2018

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი მეჩეთში მყოფებს თავს დაესხა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

თვითმხილველთა განცხადებით, 30 წლამდე ასაკის უცხოელი მამაკაცი ლიკვიდირებულია. მას პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ინციდენტი ქალაქ მალმსბერიში დღეს, გამთენიისას მოხდა.

მსგავსი