სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ჟურნალისტები აკონკრეტებენ, რომ ეს მხოლოდ წინასწარი ვერსიაა და ომიკრონის შტამით ინფიცირებულების დაზუსტებული მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ დრომდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ომიკრონის შტამით ინფიცირების სულ 77 შემთხვევა იყო დადასტურებული.

ამასთან, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულებულია. ბოლო 24 საათში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2828 შემთხვევა გამოვლინდა.