სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.
„როიტერის“ ცნობით, ვირუსის ნაირსახეობა – 501.V2 უფრო სწრაფად ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ვირუსის პირველ ტალღასთან შედარებით, ის ახალგაზრდებში, რომელთაც სხვა თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ, უფრო ხშირ შემთხვევაში იწვევს ავადმყოფობის მწვავე ფორმით მიმდინარეობას.
კორონავირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადეს გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაშიც.