სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციებზე ძალადობაში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს

00:18, 01.07.2026

სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

ანტიმიგრაციული მოძრაობის მიერ არალეგალი მიგრანტებისთვის ქვეყნის დასატოვებლად „მიცემული ვადა“ 30 ივნისს ამოიწურა. აღნიშნული ჯგუფი მოითხოვს, რომ უცხოელებმა ქვეყანა დატოვონ.

ამასთან დაკავშირებით, ხის საგნებით შეიარაღებული მომიტინგეებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო მსვლელობები გამართეს, აქციების ნაწილი ძალადობაში გადაიზარდა.

დემონსტრანტები თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დაარბიეს მათი მაღაზიები და საცხოვრებლები, ხოლო რამდენიმე ქალაქში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა.

სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოების შეშფოთება რეალურია, თუმცა ძალადობა და ვანდალიზმი დაგმო.

„როიტერის“ ცნობით, ბოლო თვეებში სამხრეთ აფრიკაში  ქსენოფობიური ძალადობის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მიგრანტი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. 30 ივნისამდე დაწესებული თვითნებური „ვადის“ მოახლოებამდე სამხრეთ აფრიკა უკვე ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქემ დატოვა. ბევრ მათგანს ბინის მეპატრონეებმა უკანონოდ გამოსახლება აიძულეს, რის შედეგადაც ასობით ადამიანი ქუჩაში დარჩა.

მსგავსი