სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა პრეზიდენტად სირილ რამაფოზა აირჩია
სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა პრეზიდენტად სირილ რამაფოზა აირჩია

სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად სირილ რამაფოზა აირჩია მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის ადრე ეს თანამდებობა ჯეიკობ ზუმამ დატოვა.

65 წლის რამაფოზა პარლამენტის მიერ წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

საკანონმდებლო ორგანომ ჯეიკობ ზუმას გადადგომის ულტიმატუმი წაუყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდობლობის გამოცხადებას დაჰპირდა.

სატელევიზიო მიმართვისას ზუმამ აღნიშნა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, თუმცა არ ეთანხმება პარტიის გადაწყვეტილებას. ზუმას წინააღმდეგ კორუფციის არაერთი ბრალდებაა წაყენებული, თუმცა ექსპრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დღეს ჯეიკობ ზუმამ სპეციალურ ტელემიმართვაში დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ განაცხადა. ამგვარად მან თავი აარიდა პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ დაგეგმილ კენჭისყრას, რომლის ინიციატორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველი პარტია „აფრიკის ნაციონალური კონგრესი“ იყო.