სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა ათი ადამიანი
სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა ათი ადამიანი

სამხრეთ აფრიკის პოლიციის ცნობით, იოჰანესბურგის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ქალაქის ტავერნაში მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.

სამხრეთ აფრიკის მაუწყებლის კორპორაციის განცხადებით, დაახლოებით 12 უცნობი შეიარაღებული პირი ორი მანქანით დაბა ბეკერსდალში ჩავიდა, ტავერნის სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მედიის ცნობით, ჯერ უცნობია, ვინ არიან თავდამსხმელები.

როგორც „ბიბისი“ წერს, სამხრეთ აფრიკას მკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის 2023-2024 წლების მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე მკვლელობის რაოდენობა 45 ადამიანს შეადგენს.