სამხრეთ აფრიკაში შეზღუდვების გამარტივება პირველი მაისიდან დაიწყება

19:37, 25.04.2020
აფრიკა კორონა

აფრიკა კორონა

სამხრეთ აფრიკაში პირველი მაისიდან „კოვიდ 19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამარტივება იწყება.

მთავრობის ბრძანებით, პირველი მაისიდან მოსახლეობა ვალდებული იქნება შინიდან გასვლისას პირბადეები ატაროს. ამასთან, ნიღბის არქონის შემთხვევაში, ალტერნატივად, მთავრობის რეკომენდაციით, მოსახლეობას შარფის გამოყენებაც შეუძლია.

სამხრეთ აფრიკაში შეზღუდვები 27 მარტს დაწესდა. მომავალი თვის დასაწყისიდან კი ეს შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

მსგავსი