სამხრეთ აფრიკაში ოქროს მაღაროში ჩარჩენილი 955 მაღაროელის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია იწყება
სამხრეთ აფრიკაში ოქროს მაღაროში ჩარჩენილი 955 მაღაროელის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია იწყება

სამხრეთ აფრიკაში ოქროს მაღაროში ჩარჩენილი 955 მაღაროელის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია იწყება.

ოქროს მაძიებლები 1000 მეტრის სიღრმეზე ოთხშაბათიდან იმყოფებიან, მას შემდეგ რაც შტორმის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროანძა დაზიანდა. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ლიფტს, რომლითაც მაღაროელები სარგებლობდნენ.

გენერატორით სათადარიგო დენის წყაროს შეერთება კი ვერ მოხერხდა. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას დღეისთვის ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელებიდან ამ დროის განმავლობაში არავინ დაშავებულა.