სამხრეთ აფრიკაში, „გარდაცვლილი“ ქალი მორგში ცოცხალი იპოვეს
სამხრეთ აფრიკაში, „გარდაცვლილი“ ქალი მორგში ცოცხალი იპოვეს

სამხრეთ აფრიკაში „მკვდარი“ ქალი მორგის მაცივარში ცოცხალი იპოვეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ავარიაში მოყოლილი ქალი კარლტონვილის მორგში ცოცხალი აღმოჩნდა. ამჟამად ის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პაციენტს ავარიის შემდეგ „სიცოცხლის ნიშნები“ არ აღენიშნებოდა.

ქალი რომ ცოცხალი იყო მორგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომელმაც დაინახა, რომ მაცივარში მყოფი „გარდაცვლილი“ სუნთქავდა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს შეცდომა არ დაუშვიათ, თუმცა მომხდარის მიზეზის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკაში „გარდაცვლილი“ პაციენტი ცოცხალი აღმოჩნდა.

მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2016 წელს მოხდა. ავარიაში „დაღუპულმა“ მამაკაცმა მორგში ერთი დღე გაატარა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ის ცოცხალია