სამხრეთ აფრიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 354 შემთხვევა დადასტურდა

01:31, 30.04.2020

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.  როგორც „ბიბისი“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით 73-ით მეტია. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 5 350 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა და დაავდების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 103 შეადგინა. ერთ-ერთი ბოლო გარდაცვლილი ექთანია.

შეგახსენებთ, „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხრეთ აფრიკის დასახმარებლად კუბის ხელისუფლებამ ქვეყანაში 30 ექიმი გაგზავნა.

ეგვიპტის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი