სამხრეთ აფრიკაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა
სამხრეთ აფრიკაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა

სამხრეთ აფრიკაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში ბოლოდროინდელი არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა, ხოლო პოლიციის მიერ მკვლელობის მუხლით 168 საქმეა აღძრული.

კვაზულუსა და გაუტენგის პროვინციებში გამოსვლები ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას მოჰყვა, რომელიც შემდეგ არეულობაში გადაიზარდა. გამოსვლების მონაწილეებმა საკვანძო მაგისტრალები გადაკეტეს და საწყობების, სუპერმარკეტების გაძარცვა დაიწყეს.

ხელისუფლების განცხადებით, არეულობით მიყენებული ზარალი 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. გაძარცვული და დაზიანებულია 161 სავაჭრო ცენტრი, 11 საწყობი და რვა ქარხანა.