სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დღეიდან იწყება
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დღეიდან იწყება

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დღეიდან იწყება.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 200-ს.

საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.