სამხარაულის ექსპერტი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძის 10 ნომერში კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება
სამხარაულის ექსპერტი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძის 10 ნომერში კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, ზაზა ყიფიანმა მედიის წარმომადგენლებს ლორთქიფანიძის ქუჩაზე ჩამოშლილი ფერდისა და მიმდებარედ არსებული კორპუსის ვიზუალური დათვალიერების შედეგები გააცნო.

ექსპერტის განმარტებით, კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება, ფერდი კი დაუყონებლივ გამაგრებას ექვემდებარება.

„ის, რაც ვიზუალურად ვნახეთ, კორპუსს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვს და უშუალოდ კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ფუძეს, მთის მხარეს, ის საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრებას. გამაგრებული უნდა იყოს, როგორც კორპუსი, ასევე, გეოლოგიურად ფერდი“, – აღნიშნა ზაზა ყიფიანმა.