სამკერვალო საწარმო „ქუთექსის“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
სამკერვალო საწარმო „ქუთექსის“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ქუთაისში სამკერვალო საწარმო „ქუთექსის“ ყოფილმა თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს.

ისინი ოთხი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი თქმით, კომპანია რვა თვის წინ დაიხურა და მას შემდეგ ხელფასების ანაზღაურებას უშედეგოდ ითხოვენ.

სამკერვალოს ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

„ვითხოვთ ჩვენს ნამუშევარს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაძლევენ. საწარმო დაიკეტა მოულოდნელად. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოვითხოვეთ დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ერთი კვირაა, რაც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. საწარმოს მეპატრონე არის თურქი და პირადი საუბარი არ გვქონია, ვინაიდან ჩვენთან არ ჩამოდის, ტელეფონს თიშავს, უხეშად რომ ვთქვათ, მოგვიშორა თავიდან“ ,- ამბობს კომპანიის ყოფილი თანამშრომელი შორენა კოჩაძე.

აქციის მოანწილეებს სოლიდარობას უცხადებენ პროფკავშირები.

დატოვე კომენტარი