სამი ქართველი მორაგბე რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშია
სამი ქართველი მორაგბე რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშია

რუსეთში 2019 წლის რაგბის სიმბოლური გუნდი გამოავლინეს. პრემიერ ლიგის გასული სეზონის თხუთმეტ საუკეთესო მოთამაშეს შორის, რუსეთში მოასპარეზე სამი ქართველი მორაგბე დასახელდა.

მიხეილ გაჩეჩილაძე ( „ენისეი“), გიორგი ფრუიძე („კრასნი იარ“) და მიხეილ რატიაშვილი („ მეტალურგი“) რუსეთის 2019 წლის პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
გამოკითხვაში მონაწილეობა რუსეთის რაგბის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კაპიტანმა და ვიცე კაპიტანმა მიიღო.

მოგვიანებით დასახელდება პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეც, რომელზეც 4 მორაგბეა წარდგენილი. მათ შორის არის ქართველი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც კრასნოიარსკის „ენისეის“ რიგებში 2016 წლიდან თამაშობს. აღნიშნულ ნომინაციაში ქართველი მესამეხაზელის კონკურენტები, ასევე „ენისეის“ მორაგბე ალექსეი შჩერბანი, „კრასნი იარის“ ტონგელი ლეგიონერი სუნია ლატუ და „სლავას“ წევრი ანდრეი იგრეცოვი იქნებიან.