სამი მოსამართლის მოსაზრება - საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია
სამი მოსამართლის მოსაზრება - საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია

საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია, რაც, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური პროცესისგან დავიწყებულთათვის საუბარს, შედეგად, საზოგადოების ინკლუზიურობის ხელშეწყობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებაშია აღნიშნული.

როგორც მოსაზრებაშია ნათქვამი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისა და სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტების ერთმანეთისგან გამიჯვნა ემსახურება მიზანს, სიმბოლურად იყოს განცალკევებული პარტიულ საწყისებზე დაფუძნებული მთავრობა და ბუნებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი.

„როგორც ერის უპარტიო ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ასახავდეს და გამოხატავდეს ხალხის საერთო მორალურ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, რომ შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია, რაც, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური პროცესისგან დავიწყებულთათვის საუბარს, და, შედეგად, საზოგადოების ინკლუზიურობის ხელშეწყობას“, – აღნიშნულია მოსაზრებაში.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება დღეს გამოქვეყნდა.