სამი დუბლი ერთ შეხვედრაში - ლიგა 2-ში ლიდერობა „რუსთავმა“ მოიპოვა #1TVSPORT
სამი დუბლი ერთ შეხვედრაში - ლიგა 2-ში ლიდერობა „რუსთავმა“ მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა და ლიდერი გამოიკვეთა. 5 შეხვედრაში 12 გოლი გავიდა, მათ უმრავლესობა კი მარტვილში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა მოახერხეს.

საინტერესო ამბავი მოხდა „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“, „სამტრედია“ – „ლოკომოტივის“ დაპირისპირებაში – გოლები განელმა ძმებმა გაიტანეს. მასპინძლებმა ანგარიში 22 წლის ჯოზეფ ამოაკოს გოლით გახსნეს, „ლოკომოტივმა“ კი წონასწორობა 20 წლის დენისის ზუსტი დარტყმით აღადგინა.

გალიდერდა „რუსთავი“, რომელმაც ბოლნისის „სიონს“ მამუკა კაპანაძის გოლით 1:0 მოუგო.

პირველად მოიგო „გონიომ“ – ლიგა 2-ის დებიუტანტი „ბენდელაზე“ „იბერია 2-ს“ ესტუმრა და მირზა ფარტენაძის გოლით დაამარცხა.

მარტვილის „მერანი“ შინ „სპაერთან“ 3:5 დამარცხდა – მატჩის გმირმა, საბა გეგიაძემ დუბლთან ერთად საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე დუბლი ჩაიწერეს გიორგი ცეცხლაძემ და მასპინძელთა უზბეკმა ლეგიონერმა, ჯავოხირ ესონკულოვმა.

ტური 4

ოთხშაბათი, 2 აპრილი

მეშახტე – დინამო-2 თბ 1:1

0:1 მათე შათირიშვილი (18), 1:1 თეიმურაზ შონია (56)

იბერია 2 – გონიო 0:1

0:1 მირზა ფარტენაძე (35)

მერანი მრ – სპაერი 3:5

0:1 გიორგი ცეცხლაძე (20), 0:2 საბა გეგიაძე (41), 1:2 გიორგი უგრეხელიძე (54), 1:4 საბა მაისურაძე (59), გიორგი ცეცხლაძე 1:4 (66), 1:0 საბა გეგიაძე (72 – პენალტი), 2:5 ჯავოხინ ესონკულოვი (81), 3:5 ჯავოხინ ესონკულოვი (85).

სამტრედია – ლოკომოტივი 1:1

1:0 ჯოზეფ ამოაკო (63). 1:1 დენის ამოაკო (90+3)

რუსთავი – სიონი 1:0

1:0 მამუკა კაპანაძე (2)