სამგზავრო თვითმფრინავი აფეთქების შესახებ მიწოდებული ინფორმაციის გამო, ესპანეთში საგანგებოდ დაეშვა
სამგზავრო თვითმფრინავი აფეთქების შესახებ მიწოდებული ინფორმაციის გამო, ესპანეთში საგანგებოდ დაეშვა

ესპანეთში სამგზავრო თვითმფრინავი აფეთქების შესახებ მიწოდებული ინფორმაციის გამო, საგანგებოდ დაეშვა.

ვუელინგის“ ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი საფრანგეთის დედაქალაქ, პარიზიდან კუნძულ იბიცას მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ეკიპაჟის წევრებს ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ შეატყობინეს. უსაფრთხოების მიზნით პილოტმა ბარსელონას ელ-პრატის აეროპორტში ავიახომალდი საგანგებოდ დასვა.

მოგვიანებით ესპანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა უარყვეს. რაც შეეხება მგზავრებს, ისინი ამჟამად ბარსელონაში, უსაფრთო ადგილას იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი