სამგზავრო მატარებლებისა და სადგურების სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება [ვიდეო]​

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„გარდა იმისა, რომ მატარებლების დასუფთავება და სველი წესით დალაგება დადგენილი ნორმების შესაბამისად ყოველდღე მიმდინარეობდა, სარკინიგზო შემადგენლობებში და სადგურებში დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებებით. ასევე, ყველა სამგზავრო მატარებელში და სადგურებზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

სარკინიგზო ტრანსპორტისა და სადგურების დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.

დატოვე კომენტარი