„სამგურალმა“ ნიგერიელი მცველი დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ნიგერიელი მცველი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ სეზონის განახლებამდე კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა – გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით 18 წლის ნიგერიელი ცენტრალური მცველი აროვოლო ჯამიუ ითამაშებს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს სიმბოლურად გუნდის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

ჯამიუმ ფეხბურთის თამაში ნიგერიის უდიდეს ქალაქში, ლაგოსში დაიწყო და რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში (Clique sports academy) ვარჯიშობდა.

ტანმაღალი მცველი (196სმ.) საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა და „სამგურალთან“ ერთადაც ვარჯიშობდა, თუმცა მისი დამატება მხოლოდ წელს მოხერხდა.

ჯამიუმ „სამგურალის“ რიგებში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ასევე, ითამაშა „სამგურალი 2“-ის რიგებში და „დიდუბეს“ წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.

შესაძლოა, მისი დებიუტი „სამგურალში“ პირველ ოქტომბერს შედგეს, როდესაც ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს გუნდი საკუთარ მეოდანზე „საბურთალოს“ უმასპინძლებს.