„მარკამ“ 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი დაასახელა – ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილზეა #1TVSPORT

15:22, 23.10.2026

ესპანურმა გამოცემამ, „მარკამ“ 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი დაასახელა.

გამოცემის ყოველწლიურ რეიტინგში, „MARCA 100“-ში გამარჯვებული საერთაშორისო ჟიურის 226 წევრის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. კეინმა 3962 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ლამინ იამალს მხოლოდ 25 ქულით აჯობა. მესამე პოზიცია მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ დაიკავა (3440 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ხუთეულში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.

„მარკას“ ვერსიით, 2025/26 წლების სეზონის ათი საუკეთესო ფეხბურთელი:

  1. ჰარი კეინი („ბაიერნი“)
  2. ლამინ იამალი („ბარსელონა“)
  3. კილიან მბაპე („რეალი“)
  4. როდრი („მანჩესტერ სიტი“)
  5. ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“)
  6. ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“)
  7. ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“)
  8. მაიკლ ოლისე („ბაიერნი“)
  9. უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“)
  10. პაუ კუბარსი („ბარსელონა“)

ჰარი კეინმა გასულ სეზონში „ბაიერნის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 61 გოლი გაიტანა, ხოლო საკლუბო და სანაკრებო დონეზე ერთად 73 გოლი დააგროვა. ინგლისელმა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული და ევროპის „ოქროს ბუცი“ მოიპოვა. მან მიუნხენურ კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ინგლისის ნაკრებთან ერთად კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი