„სამგურალის“ ტექნიკურ დირექტორად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა #1TVSPORT
„სამგურალის“ ტექნიკურ დირექტორად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალში“ დაწყებული საკადრო ცვლილებები ხელმძღვანელობასაც შეეხო, – კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტექნიკურ დირექტორად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა.

„ბესიკ ხაჭიპერაძე ​წყალტუბოსსამგურალის“ ტექნიკურ დირექტორად იმუშავებს. წარმატებებს ვუსურვებ ბესოს ახალ თანამდებობაზე“, – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.

ხაჭიპერაძესამგურალის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავდა. ამჟამად ის მწვრთნელის A ლიცენზიის მფლობელია. კლუბისთვის ფინანსურად ურთულეს წლებში იყო გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. „სამგურალის” გარდა, უთამაშია მოლდოვურნისტრუში“, „თბილისში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, ტყიბულის „მეშახტეში“, გორის „დილასა“ და ცხინვალის „სპარტაკში“.

ახალგაზრდა სპეციალისტი წყალტუბოურ კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაინიშნა „სამგურალი 2“-ის მთავარ მწვრთნელად, შემდგომში იყო „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი.

ხაჭიპერაძე 2020 წლის ოქტომბერიდანსამგურალის” სპორტულ დირექტორად მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ მიხეილ აშვეთიამ შეცვალა.