„სამგურალის“ მოთამაშეებს „ესპანიოლი“ და ჟერარ პიკეს „ანდორა“ აკვირდებიან #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები ლაზარე ხინგავა და გიორგი გელაშვილი ესპანეთის და ანდორის საფეხბურთო კლუბებში მიიწვიეს, – ინფორმაციას „სამგურალის“ ვებგვერდი ავრცელებს.
წყალტუბოს „სამგურალის“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები ლაზარე ხინგავა და გიორგი გელაშვილი საფეხბურთო კლუბების, „ანდორასა“ და „ესპანიოლის“ აკადემიებში იყვნენ მიწვეული.
ახალგაზრდა ფეხბურთელები ესპანეთსა და ანდორაში მწვრთნელთან, რატი ჩიხლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ. 16 წლის ლაზარე ხინგავამ და გიორგი გელაშვილმა „ანდორასა“ და „ესპანიოლის“ აკადემიებში ივარჯიშეს და ითამაშეს.
„ესპანური გუნდები ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს საფეხბურთო აგენტის, მარიო ბარის მეშვეობით დაუკავშირდნენ. „სამგურალის“ ცნობით, ახალგაზრდული გუნდის წევრებმა მოწონება დაიმსახურეს.
„ანდორა“, რომელიც „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავის, ჟერარ პიკეს მფლობელობაშია, ქართველი ფეხბურთელებით სერიოზულად დაინტერესდა. ასევე, აქტიურობს „ესპანიოლიც“. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ახალგაზრდა ფეხბურთელების ესპანეთში გადაბარგების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება“, – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.