წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „ოლმალიკთან” გამართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
„სამგურალი“ ირაკლი ჯანჯღავასა და გიორგი ფანცულაიას გოლებით 2:0 იგებდა, თუმცა უზბეკეთის ჩემპიონატის ერთ ერთმა ლიდერმა 32-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, ტაიმის ბოლოს კი ანგარიშიც გაათანაბრა.
42-ე წუთზე ,,სამგურალის” კარში დანიშნული პენალტი მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე უზბეკებმა უფრო ყურადღებით ითამაშეს და პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დაასრულეს, საბოლოოოდ კი ანგარიში აღარ შეცვლილა.
„სამგურალი“ – „ოლმალიკი“ 2:2
„სამგურალი“: ყალიჩავა, დილანი, აბულაძე, პატარკაციშვილი, შერგელაშვილი, ჯანჯღავა, ახვლედიანი, კარლოსი, ფანცულაია, ლ. ხორხელი
სათადარიგოები: კასრაძე, ველოვი, კვარაცხელია, ჯანჯღავა, ჯეფინიო, ალიჯონი, იაშვილი, გოლეთიანი, ქარიმოვი, გაფრინდაშვილი, ბული, ჩიხლაძე, მუჯირი