„სამგურალი“ თურქეთშია – ხეცურიანი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

20:25, 03.02.2025

წყალტუბოს „სამგურალმა“ ანტალიაში საფეხბურთო სეზონისთვის მზადების თურქული ეტაპი დაიწყო.

გუნდი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 თებერვალს უკრაინული „ლივი ბერეგის“ წინააღმდეგ გამართავს. 3 თებერვალს გუნდმა მსუბუქად ივარჯიშა. 4 თებერვლიდან კი ორჯერადი ვარჯიშებია დაგეგმილი.

გუნდთან ერთად ანტალიაში უნდა გამგზავრებულიყო გიორგი ხეცურიანი, თუმცა იგი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე გამოიძახეს, რომელიც კვიპროსთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ამის გამო ახალგაზრდა ფეხბურთელი სამშობლოში დარჩა და 5 თებერვალს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს შეუერთდება.

6 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით საქართველოს 17-წლამდე ჭაბუკთა ნაკრები რუსთავში შეკრებას გამართავს, ხოლო 10 და 14 თებერვალს კვიპროსის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

მსგავსი