„სამგურალი“ თურქეთში მიემგზავრება – წყალტუბოელებმა სპარინგი დაგეგმეს #1TVSPORT

10:21, 07.02.2026

წყალტუბოს „სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და ანტალიაში გაემგზავრება.

წყალტუბოელები თურქეთში 7 თებერვალს, დილით გაფრინდებიან და ლარაში დაბინავდებიან. „სამგურალი“ ანტალიაში 20 თებერვლამდე დარჩება და 4 ან 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

გუნდის პრესსამახურის ცნობით, 3 მეტოქე უკვე გარკვეულია. 9 თებერვალს „სამგურალი“ სომხურ „ალაშკერტს“ დაუპირისპირდება, 12 თებერვალს – უზბეკურ გუნდს, ტაშკენტის „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო 19 თებერვალს – ყაზახურ „ულიტაის“.

მსგავსი