„სამგურალი“ „შუქურას" ტრანსფერზე შეუთანხმდა - ისუფ ტურე კარიერას ქობულეთში გააგრძელებს #1TVSPORT
„სამგურალი“ „შუქურას" ტრანსფერზე შეუთანხმდა - ისუფ ტურე კარიერას ქობულეთში გააგრძელებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელი ისუფ ტურე კარიერას ქობულეთის „შუქურაში“ გააგრძელებს – ლეგიონერის ტრანსფერზე ინფორმაციას ქობულეთური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„შეთანხმება მიღწეულია – ისუფ ტურე ქობულეთის „შუქურას” ფეხბურთელია. 22 წლის კოტდივუარელი ლეგიონერი კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყალტობოსსამგურალიდან“ ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა“, – წერია ქობულეთური კლუბის ვებ-გვერდის გავრცელებულ ცნობაში.

22 წლის ისუფ ტურე კოტ დივუარის ქალაქ აბიჯანში დაიბადა და ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. პოზიციით ნახევარმცველის თამაშზე შენიშნა ერთ-ერთმა საფეხბურთო აგენტმა, რომელმაც ბათუმის „დინამოში“ სინჯებზე წასვლა შესთავაზა, სადაც პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო და შესაძლებლობების გამოსავლენად დრო და სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა. ამ მიზნით „დინამოდან“ ქედის „ბეთლემში“ იჯარით გაუშვეს, იქ კი წყალტუბოს „სამგურალის“ ხელმძღვანელებმა შეამჩნიეს, სადაც 2019 წლის აღმოჩენად აღიარეს.

დატოვე კომენტარი