ლეგიონერები | გაგუამ სლოვაკეთში გაიტანა, გიორბელიძემ თავი თურქეთში გამოიჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

12:34, 25.10.2026

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „რუჟომბეროკთან“ „დუნაისკა სტრედას“ დამაჯერებელ გამარჯვებას დაუდო სათავე – 5:0.

მე-12 ტურის მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა 75 წუთი ითამაშა, აქტიური იყო და მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა – მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა. საბოლოოდ, გიორგიმ მაღალი შეფასებაც მიიღო – 7,7 ქულა.

ლევან ნონიკაშვილის „სკალიცა“ შინ ლუკა ხორხელის და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავას „სპარტაკს“ დაუზავდა – 1:1. ნონიკაშვილი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება, ხორხელი და მოისწრაფიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ შინ ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვასთან“ 1:4 დამარცხდა. ძოწენიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, სილაგაძე კი შეცვლაზე შევიდა.

11 შეხვედარში გაგუას ანგარიშზე ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.

თურქეთის სუპერლიგაში გურამ გიორბელიძემ ​გოლი გაიტანა, ხოლო „ერზურუმსფორმა“ გასვლითი მატჩში „გაზიანთები“ 3:1 დაამარცხა.

ქართველი მცველი „ერზურუმსფორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი 90+5-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორბერლიძემ მაღალი შეფასება, 7,6 ქულა დაიმსახურა. ეს თურქეთის სუპერლიგაში მისი პირველი გოლია, ამას გარდა, მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა.

მსგავსი