სამგორის რაიონში, რიგის პარკის მიმდებარედ ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო
სამგორის რაიონში, რიგის პარკის მიმდებარედ ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა სამგორის რაიონში, რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორ ჰექტარზე დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საბაღე ავეჯის, სასმელი წყლის შადრევნების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა.

„ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება მრავალწლიანი მცენარეები და დაითესება ბალახი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

გასული წლის სექტემბერში დასრულდა რიგის პარკის რეაბილიტაცია. ასევე, ნაწილობრივ რეაბილიტირდა ზემოაღნიშნული ბულვარიც, რომლის კეთილმოწყობის მეორე ეტაპი 2022 წლისთვის იყო დაგეგმილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.