სამგორში მიტოვებული ვაგონი დაიწვა [ვიდეო]

14:32, 19.01.2020

თბილისში, სამგორის რაიონში მიტოვებული ძველი ვაგონი დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი