სამგორის რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება

06:52, 21.03.2019

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, სტურუას ქუჩაზე, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: ლილოს დასახლების II კვ-ის N 2,3, ლილოს IV კვ-ის N 4, სტურუას ქ. N 21.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი