სამგორის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

07:05, 04.04.2019

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 4 აპრილის 12:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: ლილოს დასახლების IV კვარტლის N 1,2,15,16.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს,” – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი