სამგორის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება

სარეაბილიტაციო, ავარიის სალიკვიდაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში დროებით შეიზღუდება გაზის მიწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს განაგრძობს.

„თბილისის გაზმომარაგების ქსელის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სამგორის რაიონში ახალ, პოლიეთილენის მილსადენზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები ამავე რაიონში საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო, ავარიის სალიკვიდაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში დროებით შეიზღუდება გაზის მიწოდება. გაზის მიწოდება შეწყდება 30 სექტემბერს 22:00 საათიდან. გაზმომარაგების აღდგენა კი დაიწყება პირველ ოქტომბერს 10:00 საათიდან და ეტაპობრივად სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

გაზმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ . 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3– შპს ,,ენერგო სახლი”), გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, D შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა # 108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, შპს „თეგეტა მოტორსი”, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს ,,იფქლი 1”, შპს ,,მიონზა”, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე, მსხვილი კომერციულ ობიექტებს.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთის“,- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.