სამგორის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
სამგორის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ჯავახეთის N44-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: ხომლელის, ჯავახეთის ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს, აეროდრომის დასახლების I, II, X ქუჩებს, 17 შინდისელი გმირის ქუჩას, ნ. რამიშვილის N38, კახეთის გზატ. N7, 10, N42-დან N50-ის ჩათვლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.