სამგორის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
სამგორის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

აეროპორტის დასახლებასა და სოფელ პატარა ლილოში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა, კიდევ ორის სამშენებლო სამუშაოები კი, მიმდინარეობს.

დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი ადგილზე გაეცნენ.

„ლილოს დასახლებაში ახალი სტადიონების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. სამგორის რაიონის გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. ჩვენი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი დაგეგმვის პროცესში “ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ლილოს დასახლებაში სპორტული მოედნების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს თვეებში დასრულდება.