სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

16:44, 24.09.2018

თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 40 კვადრატული მეტრის ფართობი.

უწყების ცნობით, ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი