სამგორის რაიონის გამგებლის თქმით, კაიროს ქუჩაზე მცხოვრები დევნილების მოთხოვნა ერთი თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება
სამგორის რაიონის გამგებლის თქმით, კაიროს ქუჩაზე მცხოვრები დევნილების მოთხოვნა ერთი თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება

სამგორის რაიონის გამგეობასთან აქციის მონაწილე დევნილებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამგორის რაიონის გამგებელმა განაცხადა, შენობაში, სადაც დევნილები არიან შესახლებული საკანალიზაციო სისტემის პრობლემა ერთი თვის განმავლობაში მოწესრიგდება.

„ამ ეტაპისთვის წარმოიშვა საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რომლის რეაბილიტაციას ჩვენ, გამგეობა ვიღებთ ჩვენს თავზე. უახლოეს პერიოდში, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში აღნიშნული საკითხი მოგვარებული იქნება“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ.

კაიროს ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა სამგორის რაიონის გამგებელთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს. აფხაზეთიდან დევნილი 22 ოჯახი კაიროს ქუჩაზე მდებარე შენობაში დევნილთა სამინისტრომ 2012 წელს შეასახლა.

დატოვე კომენტარი