კაიროს ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სამგორის რაიონის გამგებელთან შეხვედრას მოითხოვენ
კაიროს ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სამგორის რაიონის გამგებელთან შეხვედრას მოითხოვენ

კაიროს ქუჩაზე მცხოვრები დევნილები და იურისტი ანა დოლიძე სამგორის რაიონის გამგეობასთან აქციას მართავენ.

კაიროს ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, შენობას, სადაც ისინი ცხოვრობენ, შვიდი წელია საკანალიზაციო სისტემის პრობლემები აქვს.

აფხაზეთიდან დევნილი 22 ოჯახი კაიროს ქუჩაზე მდებარე შენობაში დევნილთა სამინისტრომ 2012 წელს შეასახლა.