სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ ხაზის საშუალებით შესაძლებელი გახდება მომავალში ქალაქ რუსთავშიც შეიქმნას მეტროსთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

„გამოვიყენებთ შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქ რუსთავიც შესაბამისი ინფრასტურქტურით ჩავაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტროავტომობილები ხდება უფრო პოპულარული. დიახ, ის ხდება უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის აქვს კონკრეტული უპირატესობები. რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქართველოში და უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მაცხოვრებლები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები; საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს. საბოლოო ჯამში, მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი